"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, "დღის სტუმარში" ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიურად არაფერი შეიცვლება, სანამ საზოაგდოება სახელმწიფოს უპასუხისმგებლობას თანხმდება, იღებს მის "თამაშის წესსა" და "თვალებში ნაცრის შეყრას".
"დღეს სისტემაში გვაქვს მმართველობითი კრიზისი. სანამ საზოგადოება პატიობს ხელისუფლებას 8-თვიან უმოქმედობას, 31 იანვარსაც იგივე მდგომარეობა იქნება. განვილ თვეებში სულ ვლაპარაკობდით, რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ასე შედეგი არ დადგება. თუ არ დავსვით სწორი დიაგნოზი, გამოსავალი არ იქნება. მთავრობამ გვაჩვენა, რომ 8 თვე არაფერი გააკეთა. ძნელია დაგვარწმუნონ, რომ მომდევნო 8 კვირაში რამეს გააკეთებენ. 2 თვე გავიდა და 112-ის ზარები ისევ პრობლემურია, 2 თვის შემდეგ რა უნდა შეიცვალოს - ეს რეალობაა. სანამ საზოგადოება იმ თამაშის წესს იღებს, რომ გახარია გამოვა, დაახვავებს სიტყვებს, გავა დრო და არაფერი ხდება, ვიქნებით ამ მდგომარეობაში. მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ საზოგადოებას არ სჯერა, ამ მთავრობას თუ რამის მოგვარება შეუძლია. გამოკეტილები ვიქნებით ულუკმაპუროდ, თუ საზოგადოება აიტანს ივანიშვილის ამ ტყუილს და თვალებში ნაცრის შეყრას", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში 2-თვიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა.