გაფლანგული ათი ათასობით ლარითა და მსოფლიოში ერთერთი ყველაზე არარაციონალური გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ მორიგი ანტირეკორდი მოხსნა - ასეთია იმ ფლეშმობის შეფასება, რომელიც გაზაფხულზე მთელ ქვეყანას მოედო.
როცა ჩაკეტილ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 45-ს მიაღწია ქუჩების წყლის ჭავლითა და სპეციალური ხსნარით მორეცხვა გადაწყდა. დედაქალაქის მერს ღამღამობით დასუფთავებისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გამოჰყავდა იატაკში სარეცხი ჯაგრისებით ახეხინებდა ფართო ქუჩებს, სადაც ადამიანები მხოლოდ ავტომობილებით გადააადგილდებოდნენ. კახი კალაძე პროცესს საკუთარ მოადგილეებთან ერთად აკვირდებოდა, ამ დაკვირვებას დრონები და რამდენიმე ოპერატორი სხვადასხვა სახის კამერით იღებდა, რომ მეორე დღეს გაევრცელებინათ ვიდეო მასალა, როგორ იშრომა ხელისუფლებამ ვირუსის აღსაკვეთად. არ ვიცით, შევიდა თუა რა გადაღების ხარჯი ამ საქის დაფინანსებაში, მაგრამ მხოლოდ ქუჩების ამაო რეცხვაზე თბილისის სარეზერვო ფონდიდან 85 ათასი ლარი დაიხარჯა. კრიზისის დროს გაფლანგვის გამო პასუხი არავის უგია.
თბილისის გარდა ქუჩების რეცხვას კიდევ 11 დიდი ქალაქი შეუერთდა. ფლეშმობში, რაც რეალურად მთავრობისგან მოჩვენებით ზრუნვა, ღამით გამოყვანილი დასუფთავების თანამშრომლებისთვის სიზიფეს შრომა იყო, მხოლოდ ერთ ქალაქში, მაგალითად ზუგდიდში 20 ათას ლარზე მეტი დაჯდა. გეგა შენგელიამ წამრატებით მიბაძა დედაქალაქის მერს და მისი ვიდეომასალაც მეორე დღეს სახელისუფლო არხებმა გაავრცელეს, რომ ხალხს ენახა, როგორ ებრძოდა მერი ვირუსს ქალაქში, სადაც ჯერ ის არც კი არსებობდა.
ქუჩების რეცხვას ქუჩების ჯიპებიდან კურთხევა მოჰყვა. სავარაუდოდ, ნაკურთხი წლის, ბენზინის ან სასულიერო პირების ანაზღაურებაზე ფული ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. არც ქაფიან წყალს და არც აიაზმას პკურებას შედეგი არ მოჰყოლია. მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო, ათიათასობით დახარჯულ ლარზე მთავრობა არაფერს ამბობს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დღეს წყლის ჭავლები აღარ მოედინება, უკვე დასტურია, ფუჭი შრომისა და არამიზნობრივი ხარჯის გაწევის. ერთიცაა: ხელისუფლებას არჩევნები უკვე ჩატარებული აქვს და მოქალაქეებზე მოჩვენებით ზრუნვასაც აღარაფერი აიძულებს.
ეს ერთადერთი არამიზნობრივი ხარჯი არ არის. კორონავირუსის სახელით გაფლანგული მილიონები მთავრობის ბალანსზეა ე.წ. სამოგზაურო საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიმართულებითაც. პირველ ეტაპზე, მთავრობამ სასტუმროების ნომრების დასაქირავებლად მილიონობით ლარი საკუთარ შემომწირველებს გადაუხადა.
65 მილიონი ლარი პირველ ეტაპზე ისე დაიხარჯა, რომ ხელისუფლებამ თავად კი არ წამოუყენა პირობა სასტუმროების მეპატრონეებს, მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. მეორე ეტაპზე კოვიდსასტუმროებად და საკარანტინე სივრცეებად გადაკეთებულ ზონებს უკვე ხელისუფლებამ განუსაზღვრა ტარიფი - თუმცა საკუთარ შემომწირველებისთვის უკვე მიცემული ჰქონდა და წინასაარჩევნოდ დაბრუნებულიც მილიონობით ლარი, ანუ ბიუჯეტის ფული, რომლითაც ფაქტობრივად კორონავირუსის სახელით საარჩევნო კამპანია დაიფინანსა და შემომწირველებიც მოიმადლიერა.
სასტუმროს მფლობელები, რომლებიც "ოცნების" ოფიაციალური შემომწირველები არიან, ამბობენ, რომ ეს უბრალო დამთხვევაა. უფრო მეტიც, მხოლოდ მათ გაბედეს ამ უტოპიურ იდეაზე დათანხმება. ამტკიცებენ, რომ მოგება არ მიუღიათ, თანხით მხოლოდ ხელფასები გაისტუმრეს.
კორუფციის დოღი - ასე უწოდებს ოპოზიცია ე.წ სამოგზაურო სასტუმრობს, ანუ სასტუმრობეს, სადაც კარანტინის გავლა სავალდებულო მხოლოდ საქართველოში დაბრუნებული საქართველოს
მოქალაქეებისთვის იყო და რომელიც რატომღაც არჩევნების შემდეგ გაუქმდა.