პოლიციამ "დაუმორჩილებელი" თათუშა არველაძის დაკავებისას, მისი ხელი მანქანაში მოაყოლა

გამოქვეყნდა:

დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილის თათუშა არველაძის დაკავებისას, პოლიციამ მისი ხელი მანქანაში მოაყოლა. აქტივისტს ღია ჭრილობასთან ერთად, ხელიც აქვს ნაღრძობი. ამის შესახებ "ფეისბუქზე" "სირცხვილია" წერს. 

"დღეს პარლამენტის უკან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებმა თათუშა არველაძეს ხელი მოაყოლეს მანქანაში. ღია ჭრილობასთან ერთად, მას ხელი აქვს ნაღრძობი. ორი კვირა უნდა ატაროს თაბაშირი. რამდენიმე წუთის წინ თათუშას აცნობეს, რომ შსს მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება. მუხლი გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას," - წერია "სირცხვილიას" განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენების განხილვასა და ორმხრივი მზაობის გამოხატვას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა და ორი აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი დააკვეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი