პროტესტი საკუთარი უფლებების და მოპარული ხმების დასაცავად. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტეო აქცია გაიმართა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებს მოსახლეობაც შეუერთდა. ადგილზე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილისა და თამარ ჟვანიას გაშარჟებული გამოსახულებები და ამ ფორმით გააპროტესტეს არჩევნების გაყალბება 

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების გრაგნილსაც მოაწერეს ხელი. 

ყველა რეკომენდაციის დაცვით, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია 3 საათზე დაიწყო. ოპოზიციისა და აქტივისტების ინიციატივით, აჭარის მთავრობის სახლის წინ ტერიტორიას დაერქმევა "თავისუფლების კვარტალი" და მოქალაქეებს შეეძლებათ გარე ვაჭრობა, ამოქმედდება სახალხო მერიაც და რაც მთავარია, მოსახლეობას უზრუნველყოფენ კლინიკებამდე მიყვანით.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი