ბელარუსში პოლიციამ 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა - პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. 

ამჯერად აქცია განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და არა მხოლოდ მინსკის ცენტრში, არამედ, ერთდროულად ქალაქის 20 ადგილას მიმდინარეობდა. 

ოპოზიციის წევრებმა ასეთი ფორმატით ჩატარებულ აქციას "მეზობლების მარში" უწოდეს. 

”მეზობელი მეზობლისთვის დიქტატურის წინააღმდეგ”, - წერდნენ ქალაქგარეთ, მეზობელ დასახლებებში შეკრებილი დემონსტრანტები ბანერებზე.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი რეჟიმის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. 

ცნობისთვის, ოქტომბერში, ევროპარლამენტარებმა და ექსპერტებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესების განხილვისას გადაწყვიტეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები მართლმსაჯულებას გადასცენ.

ბელარუსში პოლიციამ აქცია რეზინის ტყვიებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით რამდენჯერმე დაარბია. 

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი