გახარიამ რწმუნებულებს დაავალა გააკონტროლონ პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება 

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად.

გახარიამ რწმუნებულებს დაავალა გააკონტროლონ პირბადეების გამოყენება და დისტანციის დაცვაც.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის პროცესს და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომლებიც სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით ტარდება" ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

 შეგახსენებთ, რომ ახალი მასშტაბური შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი