მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მაია სანდუ ამბობს, რომ რუსული სამხედრო ძალები დნესტრისპირეთიდან უნდა გავიდნენ და ისინი ეუთოს დამკვირვებლებმა შეცვალონ - "ეს ძალები უნდა გავიდნენ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან, შეიარაღება უნდა გაიტანონ" - ამბობს სანდო
სანდუს განცხადებას კრემლში უკვე გამოეხმაურნენ. პუტინის სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ დნესტრისპირეთიდან რუსულ ძალების გასვლას შესაძლოა დაძაბულობა მოჰყვეს.
რუსი სამხედრო ძალები რეგიონში 1992 წლიდან არიან განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტურის შემდეგ, გამარჯვება მაია სანდუმ მოიპოვა. სანდუ პროევროპელად ითვლება და მან ხმების 57.75% მიიღო, ხოლო რუსეთთან დაახლოებულმა იგორ დოდონმა - 42.25%.