"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს " ლიდერი ნინო ბურჯანაძე 8 თვის შემდეგ, ნიკა გვარამიას საქმის განახლებას სასამართლოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს, რომელიც პირადად ივანიშვილს უკავშირდება.
ნინო ბურჯანაძე გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, წესით შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდნენ თავს ელჩებიც, რადგან 8 მარტის შეთანხმების ერთ ერთი ძირითადი პირობა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა იყო:
ბიძინა ივანიშვილმა დაინახა რომ ფულმა არ იმუშავა, ვერ მოახერხა ვერავის ყიდვა ჯერჯერობით და ახლა ჩართო სხვა მექანიზმი და ცდილობს ადამინებს უთხრას - დაგიჭერთ, ქონებას წაგართმევთ, ტელევიზიებს დავკეტავ და ა.ა.შ
დიპლომატების ადგილზე სერიოზულად აღვშფოთდებოდი და შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს იმიტომ რომ 8 მარტის შეთანხმება თავზე დაგვახიეს. ერთ ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ არვითარ შემთხვევაში რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა წარმართულიყო და როდესაც ნიკა გვარამიას წინააღდეგ აღძრავ საქმეს, გიგი უგულავას წინააღდეგ მერამდენედ... კიდევ ბევრი სხვა მოყვება და მეც მიმაყოლებს, უნდა მიხვდე რისკენ მიდის ეს ყველაფერი" ამბობს ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიქტატურისკენ მიდის და მისთვის სასიცოცხლო საფრთხეა "მთავარი არხი":
ეს ტელევიზია მისთვის არის სასიცოცხლო საფრთხე. მას ვერ წარმოედგინა როდესაც რუსთავი 2-ს ებრძოდა, რომ ეს ტელევიზია ასე მალე დადგებოდა ფეხზე. პრაქტიკულად საოცრება გააკეთა გვარამიამ და იმ გუნდმა, რომელიც ხართ ამ ტელევიზიაში და ამის წარმოდგენა ივანიშვილისთვის იყო წარმოუდგენელი" ამბობს ბურჯანაძე
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 7 დეკემბრიდან განაახლებს. შეტყობინება ნიკა გვარამიამ დღეს მიიღო.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.