იქნება დაჭერები! - ოპოზიციის მოლოდინი და ვაჭრობა პოლიტიკური მძევლებით

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ნიკა გვარამიას საქმის განახლების შემდეგ უკვე დაჭერების მოლოდინშია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილი საკუთარი ინტერესებისთვის ისევ სასამართლოს გამოყენებაზე გადავიდა და ახლა პოლიტიკური მძევლებით ვაჭრობს. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ოლიგარქი არაფრის დათმობას არ აპირებს.

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ იყვნენ ფხიზლად და კარგად დაინახონ ის რეალობა, რაც ქვეყანაშია. ოპოზიციის თქმით, ივანიშვილმა 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, რომელიც სწორედ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიიღეს.

ეს არის კლასიკური მაგალითი ტყვეებით ვაჭრობისა რეჟიმს მხრიდან. ადამიანებს დაიჭერენ და მერე გევაჭრებიან ოპოზიციას, რომ რაღაცა დათმო, ან ვინც დაჭერილი არ არის იმას უპირებენ დაჭერას, რომ მერე კიდე მოლაპარაკების პროცესში გაიმყაროს ხელისუფლებამ პოზიცია... ფუჭია ეს მოლოდინი. ყველა მხრიდან და ძალიან ცუდია თუ ამ პროცესში ნებისმიერი ელჩი, ვინც კი არის ჩართული, ამას ვერ ხედავს" ამბობს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია.

დაჭერებიც იქნება, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის სხვა მოლაპარაკების გზა არ არსებობს, ესე იქცეოდნენ ბოლშევიკები. მოლაპარაკების მაგიდიდან ამოაწაპნიდნენ ადამიან, მერე ამას ასაღებდნენ როგორც სტატუს ქვოს და ელაპარაკებოდნენ ადამიანს ამ ადამიანის გათავისუფლებაზე და არა იმ პრობლემაზე, რომელზეც მიდის მოლაპარაკება" ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა.

სწორედ გიგი უგულავას კიდევ ერთი პოლიტიკურ საქმეს განიხილავს 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო. საქმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 7 დეკემბრიდან განაახლებს. შეტყობინება ნიკა გვარამიამ დღეს მიიღო.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება.

საქმე 8 თვის განმავლობაში, სწორედ 8 მარტის შეთახმების შემდეგ შეჩერებული იყო, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე ივანიშვილმა მისი გააქტიურება გადაწყვიტა.

აქედან გამომდიარე, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეც წინ წამოწიონ, გარდა ამისა, ცნობილი ხდება რომ სასამართლო გიგი უგუგლავას საქმის განხილვასაც უბრუნდება, რომელიც ასევე შეჩერებეული იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი