ჩვენ ოთხი დღეა, კანონს არ ვემორჩილებით, ასე გავაგრძელებთ - გარემოვაჭრეები რუსთავიდან

გამოქვეყნდა:

გარემოვაჭრე რუსთავიდან, ორი შვილის დედა ქრისტინე "ღამის მთავარში" ამბობს, რომ მას გარეთ დგომა არ ეხალისება, მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვს. 

თუ არ დაგვიშვებენ და არ დაუშვებენ იმას, რომ ვივაჭროთ, ყველანი შევიკრიბებით და გადავკეტავთ გზებს, სხვა გზა არა გვაქვს, ჩვენ სხვანაირად ვერ ვარჩენთ ოჯახს. ონლაინ რანაირად ვივაჭრო, არ შემიძლია, არც მესმის ტექნიკურად, - ამბობს გარემოვაჭრე. 

შეგახსენებთ, რუსთავში შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები დაუმორჩილებლობას აცხადებენ. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებს ე.წ. სტამბულის ბაზრის გარემოვაჭრეები აპროტესტებენ. მათ ქალაქის ცენტრალური გზა გადაკეტეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩენენ და ახლა თვითგადარჩენისთვის იბრძვიან. ადგილზე მისული იყო ქალაქის მერი, რომელმაც აქციის მონაწილეების კითხვებს თავი აარიდა, ხოლო აქციის ერთერთი მონაწილის ლია ნოვიკოვას, შეკითხვაზე "შვილს რა ვაჭამო", რუსთავის მერმა უპასუხა: "მე წავიყვან". 

ლია ნოვიკოვა ღამის მთავარში ამბობს, რომ ოჯახში სამნი არიან, მეუღლეც, მასავით გარემოვაჭრეა. 

არავითარი დანაზოგი არ მაქვს, რაც მქონდა დანაზოგი, წავედი ლილოში და საქონელი ვიყიდე, ეს რომ მცოდნოდა, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ამათ ხომ ასე გადაწყვიტეს, ერთ დღეში... უკვე ოთხი დღეა, კანონს არ ვემორჩილებით, მოვიოდნენ, დამაჯარიმონ, არ მაინტერესებს, ორი თვე სახლში ვერ დავჯდები, ჩემმა შვილმა რომ მითხრას, მშიაო, რა უნდა ვაჭამო, - ამბობს "ღამის მთავარში" ლია ნოვიკოვა. 

მისივე თქმით, რუსთავის მერს მათთან შეხვედრის დროს კონკრეტული არაფერი უთქვამს.  

ცნობისთვის, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, გზა გადაკეტეს მეყვავილეებმაც, რომლებიც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი