ლუვრის აუქციონის გამარჯვებული ვიტრინიდან გამოტანილ მონა ლიზასთან განმარტოვდება

გამოქვეყნდა:

პარიზის ლუვრის მუზეუმის აუქციონში გამარჯვებულს, შანსი მიეცემა, მარტო დაესსწროს ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ტილოს, მონა ლიზას სპეციალურ გამოფენას, როცა მას საცავიდან მხოლოდ ერთი დამთვალიერებლისთვის გამოიტანენ.

მონა ლიზას ტილო, ყოველწლიურად ვიტრინიდან რესტავრაციის ექსპერტებს შესასწავლად გამოაქვთ, სწორედ ამ დროს ისარგებლებს გამარჯვებული მნახველი შანსით, მონა ლიზასთან მარტო დარჩეს.

როგორც ხელოვნების ექსპერტები ამბობენ, მონა ლიზას მსგავსად ახლოდან დათვალიერება ლუვრში ჩვეულებრივი ვიზიტის დროს შეუძლებელია, რადგან სურათის უშუალოდ წინ მოხვედრას ტურისტების დიდი რაოდენობის გამო ბრძოლა სჭირდება, თანაც ტყვიაგაუმტარი დამცავი ეკრანი, რომელიც მონა ლიზას ფარავს, ტილოს იდეალურად აღქმის საშუალებას არ იძლევა.

 

 

 

 

 

გარდა ამისა, აუქციონის გამარჯვებულებს, ლუვრის ხელმძღვანელი მუზეუმს პირადად დაათვალიერებინებს. სამკაულების ბრენდმა Cartier–მა აუქციონს სამეფო სამაჯურებიც შესწირა, რომელსაც ასევე გამარჯვებული დაათვალიერებს.

 

 

 

 

 

 

ლუვრის ადმინისტრაციის განცახდებით, მსგავსი აუქციონები პანდემიის დროს განსაკუთრებით საჭიროა, რომ მუზეუმი ეტაპობრივად ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

მსოფლიოს ყველაზე დიდი და პოპულარული მუზეუმი, რომელსაც ყოველწლიურად 10 მილიონი მნახველი სტუმრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით ვიზიტორებისთვის დაკეტილია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი