2020 წლის ბიუჯეტიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით მორეცხვა 9 870 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროდან მიღებული პაუსხის მიხედვით "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი ავრცელებს.
"ქუჩების ხეხვით კორონავირუსთან ბრძოლაში საგარეჯოს 10 ათას ლარამდე გაუშვია კანალიზაციაში. რამდენი ინფიცირებულის მკურნალობა შეიძლებოდა ამ თანხად?"- წერს გიორგი კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ პანდემისი პირევლი ტალღის დროს მსგავს სამუშაოებს თბილისის მერიაც ატარებდა.
რაც შეეხება ბოლო სატისტიკას, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.