
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს და ყველა იმ გირჩელს, ვინც მას გვერდით უდგას მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, იცის რა პრობლემებიც იყო პარტიაში და როგორც ცდილობდა მოთმინებით მის მოგვარებას ჯაფარიძე.
"გირჩი იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში, ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ; ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს; ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს... მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს... ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!", - წერს გოგა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.
ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა, მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ ზრუაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩიდან მიდის.
იაგო ხვიჩიამ კი თქვა, რომ რას აპირებს ზურა ჯაფარიძე, ამაზე თავად უნდა ისაბუროს, თუმცა იცის, რომ პოლიტიკურ საკითხებში თანამოაზრეები არიან.