ხმაური და დაპირიპირება პარლამენტთან. სამართალდამცავებმა ორი სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსია და რუსკა მჭერდლიძე დააკავეს.

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან აღმართულ რკინის დროებით ღობესთან, საბჭოთა სიმბოლიკის - ნამგალისა და უროს დახატვას და წარწერის დაწერას "ბიძინას მონები" ცდილობენ, თუმცა, მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ორ დაკავებულს ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის ედავებიან - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი