მივესალმებოდით, რომ საქართველოში ეუთოს როლი გაიზარდოს – ჯეიმს გილმორი

გამოქვეყნდა:

აშშ–ის ელჩმა ეუთოში საქართველოს შესახებ 2020 წლის ეუთოს მინისტერიალის სხდომაზე ისაუბრა და მისივე სიტყვით გამოსვლიდან ტვიტერზეც დაწერა.

"აშშ მოხარულია, შეუერთდეს საქართველოს თანამეგობრობას, საქართველოს ტერეტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მისი საერთაშორისო საზღვრების ფარგლებში. სამწუხაროა, რომ თავის დროზე, რუსეთ–საქართველოს კონფლიქტში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო. ჩვენ მივესალმებით დისკუსიას იმ შესაძლებლობებზე, რომ საქართველოში ეუთოს როლი გაიზრდოს", – თქვა ჯეიმს გილმორმა თავის დასკვნით სიტყვაში.

გარდა საქართველოსა, ჯეიმს გილმორმა, კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოხარულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სისხლიანი კონფლიქტის შეჩერებით. მისი თქმითვე, ეუთოს მინსკის ჯგუფმა ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის დადგომაში, წვლილის შეტანა უნდა განაგრძოს.

ჯეიმს გილმორის თქმით, აშშ–ისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი მოსკოვის მხრიდან მეზობელი ქვეყნებისადმი აგრესიაა. გილმორმა, ამ კონტექსტში, საქართველოს გარდა, უკრაინაც ახსენა და რუსეთისგან ყირიმის ანექსია დაგმო. მისი თქმით რუსეთი რეგიონში კონფლიქტებს აღვივებს და მშვიდობას საფრთხეს უქმნის.

გილმორმა მწუხარება გამოთქვა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო და ქვეყანას ფინანსური მხარდაჭერა გამოუცახადა. 

ჯეიმს გილმორმა, ეუთოს სხდომაზე, რომელიც 4 დეკემბერს, ალბანეთში ონლაინ ფორმატით ჩატარდა, თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ეუთოს 45 წლის არსებობის ისტორიაში, 2020 წელი ყველაზე რთული გამოწვევებითაა სავსე.

საბოლოოდ ეუთოს ელჩმა აშშ–ში, თქვა, რომ აშშ 2021 წლის იანვარში ახალ ადმინისტრაციაში გადასვლის შემდეგ, ეუთოს და მისი ღირებულებების მხარდაჭერას განაგრძობს.

შეგახსენებთ, ჯეიმს გილმორმა, ნოემბერში ეუთოში, განაცხადა, რომ რუსეთის არმია, საქართველოდან და უკრაინიდან უნდა გავიდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი