სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკები და კრიზისი მოწყვლად ჯგუფებში - ეკონომისტების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში, ჩამოშლილი ეკონომიკა და პანდემიის პირისპირ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები - ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების უუნარობა და კრიზისის არასწორი მართვა ყველაზე მეტად საშუალო ფენის მოქალაქეებზე აისახა. 

"ყველაზე უფრო მძიმედ, ეს ყველაზე მოწყვლად ნაწილს აწვება იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სარჩო-საბადებლის მოპოვება და დილით გასვლა იმისთვის, რომ ფული იშოვოს ოჯახში შემოსატანად", - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

ამასთან, ეკონომისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის მართვის გეგმა არც კოვიდპანდემიამდე ჰქონდა, ამიტომ ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური რეალობა გასაკვირი არ არის. 

"რეალურად, ეკონომიკურად კოვიდამდე პერიოდიც მძიმე იყო საქართველოში. მილიონი ადამიანი გვყავდა თვითდასაქმებული და სადღაც 500 000 ადამიანი კოვიდამდე ნასესხები ფულით ყიდულობდა საჭმელს. ანუ, გარდაუვალი იყო, რომ როცა გააკეთებდი შეზღუდებს და ეკონომიკური პოლიტიკა არ გაგაჩნია, მიიღებდი კიდევ უფრო მეტად გაღარიბებულ მოსახლეობას და ასიათასობით ადამიანს, რომლებიც ერთჯერადი შემოსავლის წყაროსაც დაკარგავდნენ, ეს პროგნოზირებადი იყო", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ირაკლი ყიფიანი.

 ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კლვავ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ზაფხული მოსამზადებლად არ გამოიყენა, ახლა კი "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკებია" ქვეყანაში. 

"დღეს ჩვენ ჯანდაცვის სფერო არ გვაქვს, ეს არის "სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკები", ადამიანები საკუთარი ძალებით იბრძვიან სიცოცხლისთვის. საქართველოში სასუნთქი ჟანგბადი არ გვაქვს. ხალხს უჭირს ელემენტარული სამედიცინო მომსახურება, ფული და საკვები", - ამბობს გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

საზოგადოებაში ამბობენ, რომ "თუ არ გაქვს პრივილეგია, განწირული ხარ" - კლინიკაში მოხვედრა დღეს ისევ გამოწვევად რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი