შეტევა ანზორ მელიაზე - სამთავრობო არხის შავი პიარი და დეზინფორმაცია კლინიკა "გულის" დახურვაზე

გამოქვეყნდა:

"კლინიკა გულის" დირექტორი, ანზორ მელია მორიგი თავდასხმის სამიზნე ხდება. კლინიკა "გულის" დახურვას სახელისუფლებო არხი საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოაჩენს.  PosTV მელიას ადანაშაულებს, რომ პაციენტები, რომლებიც კლინიკაში იმყოფებოდნენ კორონავირუსით დაინფიცირდნენ და მათ ახლა სხვა საავადმყოფოში უწევთ მკურნალობის გავლა.

ანზორ მელიას განმარტებით, კლინიკა "გულის" დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი კოლეგების უმეტესობა დაინფიცირდნენ და სახელისუფლებო მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ დაწყებულ "შავ პიარს"  მისი შვილის, ნიკა მელიას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

"25 წელი გვისრულდება, რაც ჩვენი კლინიკა არსებობს და ხალხის სამსახურშია, როგორ შეიძლება ასეთ პერიოდში, ამ გაჭირვების დროს კლინიკა დახურო იმ მოტივით, რომ შენ ხარ სხვა პოლიტიკური განწყობის ადამიანი, ან რატომ აყენებს კლინიკას შეურაცხყოფას, ექიმებს, რომლებიც თავდადებულად შრომობენ, ვინც მე მიცნობს ყველამ იცის, რომ არ არსებობს კლინიკაში პოლიტიკა. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ ჩემი შვილი არის პოლიტიკაში, პოლიტიკაში არის და ის ქართულ საქმეს აკეთებს, ფულს არ აკეთებს. ამ რამიშვილებისთანა ადამიანები სანამ იარსებებენ ამ საქართველოს არაფერი არ ეშველება,"- ამბობს ანზორ მელია 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები სახელისუფლებო არხებს ურჩევენ დაინტერესდნენ სად დახარჯა ჯანდაცვამ და სახელმწიფომ მილიონები და ამ თემაზე მოამზადონ რეპორტაჟები

"ბატონ ანზორს ვერ გააშავებენ, მაგრამ რაღაცნაირად ნიკა მელიაზე უნდათ და ოპოზიციაზე, იქ სხვა ექსპერტები, მეც მათ შორის მოხსენიებული ვარ, რაღაც ნეგატიურ კონტექსტში,  ყველას გაშავება სურთ მაგრამ არ გამოსდით",- ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ზოგიერთ ტელევიზიებს, თუ ძალიან აინტერესებთ რიცხვები - 4 ათასი ლარი რემდესივირზე, რომ გამოყო სახელმწიფომ, ამ თანხით მაქსიმუმ 100 ადამიანს შეგვიძლია ვუმკურნაკლოთსკუტერებს, რომ ყიდულობს ქალბატონი ტიკარაძე, აი იმ ფულზე მოამზადონ სიუჟეტები, გაცილებით უფრო საინტერესო იქნება," - ამბობს "ლელოს" წევრი ვახტან სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა "გული" მედპერსონალის კრონავირუსით ინფიცირების გამო, 24 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დაიხურა: რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა. ფუნქციონირებს მხოლოდ კარდიოქირურგია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი