"დაცვის პოლიციის" თანამშრომელს, რომელმაც წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე ისაუბრა, ბრალს უყენებენ. ინფორმაციას "ენმ"-ს ერთერთი იდერი ხატია დეკანოიძე ავრცელებს:
ოქტომბერში, დაცვის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნატალია ზარდიაშვილმა გაბედა და ჩემთან ერთად ილაპარაკა ზეწოლაზე, უკანონობაზე, რომელიც დაცვის პოლიციაში ხდებოდა წინასაარჩევნოდ.
დღეს, დაურეკეს და უთხრეს, რომ ბრალს უყენებენ ერთი წლის წინანდელ საქმეზე, რომელზეც თვითონ ითხოვდა გამოძიებას.
აი ასე უსწორდება ხელისუფლება ადამიანებს “მოლაპარაკებების” დროსაც კი. წერს დეკანოიძე
დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, ნატალია ზარდიაშვილმა ხელისუფლების იმ გეგმაზე, რომელიც "ოცნებამ" არჩევნებზე ურჩი ძალოვნების წინააღმდეგ აამოქმედა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ისაუბრა.