კობახიძე ამბობს, რომ თუ არჩევნების შედეგებში გადაცდომა 1% მაინცაა, პოლიტიკას ჩამოშორდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არჩევნების შემსწავლელი კომისიის შესახებ ინიციატივა გააჟღერა და თქვა, რომ გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში პოლიტიკას ჩამოშორდება.

"საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მოვიწვევთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ - და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება - "ოცნება" გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევენებს. გარდა ამისა, როგორც "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", - ამბობს კობახიძე.

ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სხვა საკითხებზეც ისაუბრა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი