არჩევნები 2020-ის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დავაინიცირებთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმენას დააინიცირებს.

"კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლაენტო პარტიები ამ კომისიის მუშაობაში თავისთავად იქნებიან ჩართული. კომისია უზრუნველჰყოფს არჩევენების სრულფასოვან შეფასებას",  - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის განცხადებით, კომისია უბნების მასშტაბურ გადათვლასაც გააკეთებს და თუ 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც კი, "ოცნების სასარგებლოდ" მაშინ, რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება. მისი თქმით, როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ასეთ შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს და ყველა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდება. 

ასევე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი