რომელ პროდასავლურობაზე ლაპარაკობს კობახიძე, რომელიც ტყვეებით ვაჭრობს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ქვეყანაში, პირდაპირი მნიშვნელობით, რეპრესიები გამოაცხადა. 

"ადამიანმა დააანონსა რეპრესიები, პირდაპირი მნიშვნელობით. თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ ხსნის რეგისტრაციიდან იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილია ლიდერი. ოღონდ, ფორმალურად სააკაშვილი არ არის "ენმ"-ის ლიდერი. იმიტომ, რომ იცნობენ სააკაშვილს, მალე ხალხს დაიჭერენ.  დააანონსა რეპრესიები 3 მთავარ ოპოზიციურ არხზე: ჩვენზე, ტვ1-ზე და ფორმულა-ზე, რომლებიც, თურმე, სააკაშვილის ფულით არსებობენ, მაგრამ სრული ტყუილი და ბოდვაა ეს, სამივეს შემთხვევაში", - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ პარლამენტში შემსვლელი ოპოზიციის წევრების ვინაობის შესახებ უკვე იცის და მისი რიტორიკის ცვლილება სწორედ ამით აიხსნება. 

"ვიღაცები უკვე დაიგულეს, როგორც ჩანს, შემსვლელები და ეგრევე შეიცვალა რიტორიკა. არავითარი საარჩევნო ცვლილებები არ იქნება იმიტომ, რომ პარლამენტში შესვლის მერე განვიხილავთო. საკუთარ გაყალბებულ არჩევნებს საკუთარივე კომისიით უპირებენ შემოწმებას. ოქმებს გადაითვლიან ალბათ, რომელიც უკვე ჩასწორებული და გაპატიოსნებული აქვთ", - ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ტყვეებით მოვაჭრე" ირაკლი კობახიძემ მის პროდასავლურობაზე არც უნდა ილაპარაკოს. 

"რომელ პროდასავლურობაზე ლაპარაკობს კობახიძე, რომელიც ტყვეებით ვაჭრობს. პირდაპირ, პოლიტპატიმრებით. რა პროდასავლურობაზეა ლაპარაკი. ივანიშვილის, რუსეთის პროექტის, ანაკლიის პორტის ჩამგდების, უბედურების საქართველოსთვის, 20 ივნისის შემოქმედის და თვალების დამთხრელის ვიღაცა მეცხრეხარისხოვანი რუსის გამო, ამისი მონა მელაპარაკება მე, ნიკა გვარამიას პროდასავლურობაზე?!", - ამბობს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ პარალმენტში "ენმ"-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი დაინიცირდება.

ასევეკობახიძის განცხადებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი