ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას - ოპოზიციის გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

პარლამენტი იქნება ერთპარტიული - აცხადებენ ლელოს ოფისიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები. ათი თქმით ირაკლი კობახიძის დღევანდელმა აგრესიულმა განცხადებებმა და რეპრესიების დაანონსებამ, ისინი გააერთიანა.

ოპოზიცია აპირებ დაწეროს განცხადება და ჩახსნან სიები. მათ შორის არის "გირჩიც".  

ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. ეს გზა რას ნიშნავს - იმ რვა პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ბარიერგადალახულად ითვლება, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა.

ასეთმა განცხადებამ როგორც არასდროს გაგვაერთიანა და როგორც ჩანს, მეტი არაფერი ისეთი არ მოხდება დავწერთ განცხადებას, რომ არ შევალთ პარლამენტში - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი "გირჩის" წევრი.

რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველო 21-ე საუკუნეში არ მოითმენს ერთპარტიულ პარლამენტს და ეს პროცესი, ძალიან მალე, 2021 წელს დამთავრდება ხელახალი ვადამდელი არჩევნებით და დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით - განახადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოპოზიციის წევრების თქმით ქართულ ოცნებას ახლა მხოლოდ შანტაჟის გზა დარჩა და პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ დღეს განცხადებები ბიძინა ივანიშვილის სახელით გააკეთა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ პარტიული სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მისი პარტია გადაწყვეტილებას ხვალ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ პარალმენტში "ენმ"-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი დაინიცირდება.

ასევე, კობახიძის განცხადებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

კობახიძის ამ განცხადებების უკან მუქარა და შანტაჟი დაინახეს არამხოლოდ ოპოზიციის ლიდერებმა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლება კობახიძის პირით დღეს არამხოლოდ ოპოზიციას, არამედ ოპოზიციურ მედიასაც დაემუქრა.

ხვალ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მორიგი- მეხუთე რაუნდია ჩანიშნული.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ზეგ, 11 დეკემბერს შედგება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი