კიბერშეტევა ევროპის მედიკამენტების სააგენტოზე- სამიზნე სავარაუდოდ, COVID-19-ის ვაქცინებია

გამოქვეყნდა:

"ევროპის მედიკამენტების სააგენტოზე" (EMA) კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სააგენტო ამჟამად COVID-19-ის ორი ვაქცინის შემოწმებაზე მუშაობს, რომლის დასრულებას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში აპირებს.

"EMA კიბერშეტევის ობიექტი გახდა. სააგენტომ სწრაფად დაიწყო გამოძიება სამართალდამცავებთან და სხვა შესაბამის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

გამოძიების დასრულებამდე, სააგენტო დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს  Microsoft-ის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები COVID-19 ვაქცინის მკვლევრებზე ჰაკერულ თავდასხმას ახორციელებდნენ. 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა ინტერპოლმაც და მსოფლიოს ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები COVID-19-ის ყალბი ვაქცინებით ვაჭრობას ან ნამდვილი ვაქცინების მოპარვას შეეცდებიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი