ბათუმში “ თავისუფლების კვარტალში” რამდენიმე დღის წინ შექმნილ გენინსპექციის წარმომადგენლებს პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში განცხადება შეაქვთ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ბონდო თედორაძის განცხადებით, ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე, სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე დააჯარიმა.
ჩვენი აქციის მონაწილეები, რომლებიც საერთოდაც კი არ ყოფილან დაკავებული, არცერთი ურთიერთობის დროს პოლიციასთან და მაშინ, როდესაც პოლიცია გადმოვიდა აშკარა აგრესიაზე ჩვენთან, იბარებენ სასამართლო პროცესებზე ყოველგვარი შეკითხვების, ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე. აგონიაში მყოფი ხელისფლების დავალებით, პოლიცია გადმოსულია აშკარა აგრესიაზე. " , – ამბობს ენმ–ს წევრი ბონდო თედორაძე.
აქციის მონაწილეები მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ.
"დღეს მაქვს სასამართლო პროცესი, პოლიციის მხრიდან წაყენებული მაქვს აბსურდული ბრალდება, ერთი უწყინარი შეკითხვა დავსვი, – "რატომ არის ბუშტი საფრთხის შემცველი" და ამის გამო დამაკავეს." – ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეების დაჯრიმების ყველა ეპიზოდში ფიგურირებს ერთი და იგივე პოციელი რეზო ხარაზი, რაც, აქციის მონაწილეების აზრით, მიუთითებს, რომ პოლიციელი არის მხარე და ისინი პოლიტიკურ პროცესებში არინ ჩართულები. ბონდო თედორაძემ წარმოადგინა მტკიცებულები, სადაც პოლიციელი ხარაზი აქციის მონაწილეებზე ძალადობს.
ბათუმში ბუშტების გაშვებისთვის აქტივისტები 1 დეკემბერს დააკავეს.
შეგახსენებთ, უკვე 36- ე დღეა აჭარის მთვრობის სახლის წინ გაყალბებულ არჩევნებს უწყვეტი აქციებით აპროტესტებენ. მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა, უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე