კობახიძის მუქარა სამართლებრივად შეუსრულებელია - ენმ-ს რეგისტრაციიდან ვერ მოხსნიან

გამოქვეყნდა:

ძალიანაც რომ მოინდომოს, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მუქარას ხელისუფლება მაინც ვერ შეასრულებს: აღმოჩნდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. კობახიძის მუქარა მხოლოდ "ოცნების" ამომრჩეველზე გათვლილი ნაბიჯი და მმართველი პარტიის მორიგი ავტოგოლი აღმოჩნდა. 

ლიდერის გამო პარტიის მოხსნას რეგისტრაციიდან, როგორც ეს ირაკლი კობახიძემ გუშინ დააანონსა, წარმოუდგენელია, რადგან სამართლებრივი ბაზა ამ დეტალს არ ითვალისწინებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გზით "ქართული ოცნება" ცდილობს აჩვენოს თავის ამომრჩეველს, რომ ენმ-ს ებრძვის. 

დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კობახიძის მიერ გაჟღერებულ გეგმას კი ყოფილი სახალხო დამცველი "საგანგაშოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ოპოზიციური პარტიის მიმართ ღია მუქარაა.

თუ ვინმე რაიმე კანონს არღვევს, რასაკვირველია, უნდა გაირკვეს, მაგრამ ასე ხელაღებით პოლიტიკურ ძალას საქმიანობა აუკრძალო, ესმხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებში ხდება და, ვფიქრობ, საგანგაშო განცხადებაა, მით უფრო, როცა ასეთ განცხადებას მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი სპიკერი აკეთებს, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ექსპერტები და ანალიტიკოსები, ასევე ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის პირით გაჟღერებულმა მუქარამ, რომელსაც, ივანიშვილის გათვლით, ოპოზიცია უნდა დაეზიანებინა, სინამდვილეში უკურეაქცია გამოიწვია.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი