ობმუდსმენი ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ მმართველი პარტიის მხრიდან მუქარა სამართლებრივ ხასიათს მიიღებს, სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.
"ჩემი მოწოდება იქნებოდა მმართველი პარტიისთვის რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციული, მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და თუ ეს მიიღებს სამართლებრივ ხასიათს, მაგალითად თუ მართლაც იქნება ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც იქნება მიმართული ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმებისკენ, ჩვენ მზად ვართ თუ დავინახეთ აქ კონსტიტუციის დარღვევა წავიღოთ ეს საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში და გამოვიყენოთ სხვა სამართლებრივი ბერკეტები" – ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს, ხელისუფლების მხრიდან მუქარა, დაფინანსების შეწყვეტის და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.
კობახიძის მუქარა სამართლებრივად შეუსრულებელია - ენმ-ს რეგისტრაციიდან ვერ მოხსნიან.