სიის განულება "ოცნებასთან" დიალოგზე უარს არ ნიშნავს - ბადრი ჯაფარიძე 

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვოს" ერთთერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პატიის გადაწყვეტილებით გამოიწვევენ სიას და უარს ამბობენ მადატებზე. ჯაფარიძის თქმით, "ოცნებასთან" დიალოგს გააგრძელებენ. 

"ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია აღიარებს 31 არჩევნების ნამდვილობას, ეს არის "ქართული ოცნება", დანარჩენი ყველა ოპოზიცური პარტია ცალსახად აცხადებს, რომ ჩატარდა დიდი დარღვევებით და ჩვენ თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, ჩვენ შემდგომ არჩევნებსაც ანალოგიური დარღვევებით მივიღებთ. ამიტომ გადაწყვიტა პარტიამ დღეს, რომ გამოიწვიოს სია გამოიწვიოს და უარი თქვას მანდატებზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დიალოგზე ქართულ ოცნებასთან, დიალოგს გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თაობაზე, ჩატარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მეხუთე რაუნდი "ოცნების" აგრესიული განცხადებების გამო გადაიდო, რადგან მმართველი პარტიის თქმით, პარტიებს, რომლებიც მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ, პარტიული დაფინანსება შეუწყდებათ. 

შეხვედრა ორშაბათისთვის იმიტომ გადაიდო, რომ ჩვენ სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძალიან აგრესიული განცხადებები "ქართული ოცნების" მხრიდან, და როდესაც შენ ემზადები მოლაპარაკებისათვის მეორე დღეს, და წინა დღეს აცხადებ, რომ შესაძლოა, ერთერთი პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაზე დაიწყო მუშაობა და ამავდროულად შეუწყვიტო პარტიული დაფინანსება ყველა პარტიას, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ არ შევიდეს ამ პარლამენტში, მე ვფიქრობ ასეთი განცხადებები აბსოლუტურად ანგრევს მოლაპარაკების ატმოსფეროს და დღეს მოლაპარაკებები ამ განცხადებს შემდეგ იქნებოდა ძალიან დაძაბულ ვითარებაში და ნაკლებად პროდუქტიული, ამიტომ ოპოზიცურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები გადადებულიყო ორშაბათისათვის", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

"ლელო" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმითვე, მოლაპარაკებებს არც ერთი ოპოზიცური პარტია არ უშლის ხელს. ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნებასთან" ოპოზიცია არ არის შეთანხმებული ორ მნიშვნელოვან საკითხზე.

"ეს ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თარიღს და პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამინაების გათავისუფლებას ამ ორ საკითხზე შეთანხმება ჩვენ "ქართულ ოცნებასთან" აგვაქვს. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით", - ამბობს ჯაფარიძე 

შეგახსენებთ, ხვალ, პარასკევს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა

გუშინ, 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი