იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენასის სასაამრთლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ერთმა კანდიდტმა გასაუბრება უკვე დაასრულა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ დააფიქსია პოზიცია, რომ სისტემაში კლანის არსებობას ვერ ხედავს.
რაც შეეხება საბჭოს წევრებს, დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ კანდიდატებს ერთპარტიული პარლამენტი დაამტკიცებს.
"უახლოეს სხდომაზევე უნდა მოხდეს კენჭისყრა, ამიტომ, კანონმდებლობის ამ მოთხოვნებს საბჭო ვერ გადაუხვევს, რაც შეეხება პარლამნეტის შემადგენლობას, იქნება ეს ერთპარტიული და მრავალპარტიული, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს აქ მიმდინარე სამართლებირვი პროცესისაგან გამიჯნული უნდა იყოს. პარლამენტი, რომლის უფლებამოსილება კონსისტუიციით და კანონით დადგენილი წესით იქნება ცნობილი, იქნება ეს ერთპარტიული თუ მრავალპარტიული, მე ვფიქრობ სამართლებირვი მნიშვნელობა ნაკლებად ექნება", - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშილმა აღნიშნა, რომ კლანი მაინც ცდილობს სისტემა ისეთი ადამიანებით შეავსოს, რომლებიც მათთვისაა ხელსაყრელი და არა ქვეყნისთვის.
დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გოჩა აბუსერიძეს და ივერი აბაშიძეს მოუსმენენ. ჯამში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 50 კანდიდატთან მოუწევთ გასაუბრება, ვაკანტური ადგილი კი მხოლოდ ცხრაა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მე–10 მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს და ბოიკოტს უცხადებს.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველები არიან:
უვადოდ დანიშვნის სურვილი გამოხატა სააპელაციოს მოსამართლე- პაატა სილაგაძემაც, რომელმაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ორჯერ დატოვა პატიმრობაში. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შესაძლოა კარტოგრაფების საქმე პაატა სილაგაძისთვის მოსამართლედ დანიშვნის შესაძლებლობა გახდეს.
50 კაციან სიაში მოხვდნენ საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრებიც, მათ შორის ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელიც არამომსამართლე წევრების მტკიცებით, სასამართლო კლანის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა.
რამდენიმე დღის წინ ნაზი ჯანეზაშვილმა დადგენილების პროექტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვების დაწესებას აპირებდა. ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ მისი მხილების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან დაიხია და ის ცვლილებები, რომელიც დიმიტრი გვრიტიშვილმა მოამზადა, დღეს აღარ დაამტკიცეს.
შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ დადგენილების პროექტის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი იყო. ამავდროულად, გვრიტიშვილი თავადაც მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.