ბოიკოტი მუშაობს - უგულავა ხუსკივაძე/კობალაძის გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას "ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება და წერს, რომ ბოიკოტი მუშაობს:

უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი შედეგი- აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თავისუფალია. ბრძოლა გრძელდება. ბოიკოტი მუშაობს - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთერთი ძირითადი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან ერთად, მიმდინარე მოლაპარაკებებში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. 

გიორგი რურუას, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გარდა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კობალაძე და ხუსკივაძეც პოლიტპატიმრები იყვნენ, ხოლო ათ წინააღმდეგ აღძრული საქმე შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

ისნის სოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი