მზად ვარ ბოლომდე ვიმუშაო და ძალიან ამაყი ვარ - ირმა ზავრადაშვილი ერთპარტიულ პარლამენტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ამაყობენ ერთპარტიული პარლამენტის წევრობით და საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურს უწოდებენ. 

"მზად ვარ ბოლომდე ვიმუშაო და ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ პარლამენტის წევრი ვარ. იცით რა არის? ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, მოვლენებს ნუ უსწრებთ წინ. მეცხრე მოწვევის პარლამენტი ორი წეიი ერთპარტიულად მუშაობდა... მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი შემოვა პარლამენტში", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი.

აქვე გეტყვით იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, შეკითხვების შემდეგ: "დაგაქვეითეს ქალბატონო თეა?", "ქალბატონო თეა, პენსიაზე გაგიშვეს?" ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია და ლიფტში შევიდა.

პარლამენტის გადაყენებული თავჯომარე კი, რომელიც დარწმუნებული იყო რომ 11 დეკემბერს პარლამენტში მარტო არ დარჩებოდა, გიგი უგალავასთან, რომელმაც მას ნიძლავი რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში დაუდო, დამარცხებას არ აღიარებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი