დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში ცნობილი ქუჩის მხატვრის - ბენქსის ახალი ნამუშევარი - "Aachoo!!" გამოჩნდა. საცხოვრებელი სახლის კედელზე დახატული ასაკიანი ქალი, რომელიც აცემინებს ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, თუმცა მისი ავტორის ვინაობა ცნობილი მხოლოდ სამშაბათს, Banksy-ს instagram-ის გვერდზე განთავსებული პოსტის შემდეგ გახდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტო ისეა გადაღებული, თითქოს ცემინების შემდეგ ქუჩაზე ნაგვის ურნა წაიქცა.
ცნობისთვის, ბენქსი ინგლისელი მხატვარია. მან მსოფლიოს ყურადღება კედლებზე შესრულებული გამორჩეული ნამუშევრებითა და საკუთარი ანონიმურობით მიიქცია - ბენქსის ბიოგრაფიული მონაცემები დღემდე უცნობია.
ინგლისელი ხელოვანის ნამუშევრები, ძირითადად, სატირაა პოლიტიკური და სოციალური თემების ირგვლივ.