ISFED-მა ბევრი იშრომა თქვენი სიყალბეების გამოსავლენად, გამოავლინა კიდეც - ხოშტარია "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების შესწორებას და ამ ფაქტზე "ქართული ოცნების" კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, რაც არჩევნებიდან 40 დღეში მოხდა და მმართველმა გუნდა წინასწარ დააანონსა, პირველ რიგში, მათ სიბინძურეზე მეტყველებს.

ხოშტარია ამბობს, რომ ISFED-მა ბევრი იშრომა სიყალბის გამოსავლენად და გამოვალინა კიდეც.

"რა სასაცილოები ხართ ოცნებები. პატარა ტრიუკების ჩახლართვით რომ გგონიათ რამეს შეცვლით. ალბათ სხედხართ, რომელიმე ტვინში რაღაც სქემა მოიხარშება და აჟიტირდებით, აუ რა მაგარი გავარტყით ვსიო. ვხედავ მეინარაძის, კობახიძის, ნაცვლიშვილის სახეებს ამ დროს. თან მერე ალბათ გარბიან ბიძინასთან ქულების ჩასაწერად, ვინ იცის ერთმანეთს ასწრებენ...

Isfed-მა ძალიან ბევრი იშრომა თქვენი სიყალბეების გამოსავლენად, გამოავლინა და ბოლომდე იბრძოდა ყველა ინსტანციაში და საჯაროდ. არჩევნები გაყალბებულია არის მათი ვერსიქტი. კონკრეტულად მოყვანილი ფაქტებით.

აი 40 დღეში არჩევნებიდან რაც მოხდა, წინასწარ თქვენს მიერ დაანონსებული თან, პირველ რიგში თქვენ მორიგ სიბინძურეზე მოქემედებს და კიდევ უფრო შეკრავს ხალხს და ერთიან ოპოიციას, რადგან კიდევ უფრო კარგად ჩანს რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. დაჯექით ორიანი", - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;

ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი