საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ პარალელური დათვლის შედეგების შესწორება ISFED-ის მხირდან, რა თქმა უნდა, სასიხარულო არაა, თუმცა ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად სოწრედ ორგანიზაციის გუნდი წუხს. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და თქვა, რომ ისრები არასწორად არ უნდა გადაიტანონ.
"აბსოლუტურად არასწორი მგონია, რომ აქცენტების გადატანა ხდება იმაზე, თუ რა თქვა ISFED-მა პირველ ნოემბერს და რა თქვა თუნდაც გუშინ. ეს არჩევნები სავსე იყო იმ ტიპის დარღვევებით, რომ ISFED ის გუშინდელი ან პირველი ნომებრის განცხადება არ ცვლის მთელ რიგ პრობლემებს, რასაც ამ არჩევნებზე წავაწყდით... უამრავი გადასწორეული ოქმი, ბალანსი რომელიც ვერ გამოჰყავდათ, ეს სადმე გაქრა ISFED-ის განცხადების შემდეგ?! თუ მარტო 1 და 2 პროცენტი იყო პრობლემა ამ არჩევნებზე?!" - თქვა სულხან სალაძემ.
მისი განცხადებით, ვერ გამოვრიცხვთ ფარულ მიყურადებას, როცა ქვეყანაში ყველაფერს ერთი პარტია აკონტროლებს, ამიტომ ყველაფერი დასაშვებია.
შეგახსენებთ, რომ ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;
ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.