ელჩების კეთილი სურვილი მესმის, მაგრამ "ოცნებამ" ისინი ტყვეთა ბაზრის ბროკერებად აქცია- ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთვარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში "მთავარი დებატები", ოპოზიციას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდეს, ვის ელაპარაკება და რა აზრი აქვს ამ მოლაპარაკებას, რომელი ფასილიტატორიც არ უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდის თავში. 

მაინტერესებს პასუხი, ჰებელსის ტექსტებით მოლაპარაკე ხელისუფლებასთან, ჩემი, ჩემი ცოლის, ჩემი შვილების მოთვალთვალე ხელისუფლებასთან ერთად როგორ სხდებიან? ელჩებისგანაც იმედგაცრუებული ვარ პირადად მე, კი არ ვამბობ, რომ ისინი ამაში მონაწილეობენ, მაგრამ ირიბად ახალისებენ ასეთ საქციელს, რადგან ვერ ვხედავ იმგვარ ზეწოლას "ქართულ ოცნებაზე", როგორიც ჩვენ დროს იყო - 7 ნოემბერს მე კაბინეტში 10 ქვეყნის ელჩი დამხვდა, დაწყებული აშშ-ის ელჩიდან, კინაღამ ფანჯრიდან გადამაგდეს, ახლა კი ვერ ვხედავთ მსგავს ზეწოლას - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისთვის ცალსახად გასაგებია ფასილიტატორი ელჩების კეთილი სურვილი, მაგრამ შიშობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისინი ტყვეთა ბაზრობის ბროკერებად აქცია.

ტყვეებით ვაჭრობა სტილად ექცა ხელისუფლება, ფასილიტატორ ელჩებს კი სტილად ექცათ ამის მოსმენა, მერე ამით ვაჭრობა და მოგვარება. რაც ახლა ხდება, არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გახსნა ტყვეების ბაზარი, ხოლო ეს ორი ელჩი (აშშ-ისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის,-რედ.) აქცია ამ ბაზრობის ბროკერებად, რომლებიც იმით არიან დაკავებული, რომ ვიღაცეები არ დაიჭირონ. ძალიან ვწუხვარ, მესმის, რომ ელჩები ამას კეთილი სურვილით აკეთებენ, მაგრამ ვთხოვდი მათ, მონაწილეობა არ მიიღონ ამ ვაჭრობაში, - თქვა "მთავარ დებატებში" ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩი პარლამენტში იმყოფებოდა, რაც მისთვის გაუგებარი და უახსნელია იმ ფონზე, როცა აშშ-ს ხელისუფლებისთვის არც მიულოცავს არჩევნებში გამარჯვება.

"არ არის ეს კარგი, რადგან კელი დეგნანის აქ გამომგზავნ სამშობლოს არ მიულოცავს "ოცნებისთვის" არჩევნებში გამარჯვება, ხოლო ელჩის გამოჩენა პარლამენტში, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის უპატივცემულობაა, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა, - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამია, ასევე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი, საქართველოში ყოფნის 6 თვის განმავლობაში, მისი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არ შეხვედრია არც მას და არც ოპოზიციურად განწყობილი სხვა მედიის ხელმძღვანელებს, განსხვავებით წინა ელჩისგან.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დღეს "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ხელისუფლება მისი სასამართლო პროცესების განახლებასა და უსწრაფესად დაკავებას გეგმავდა, ხოლო "მთავარ დებატებში" განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან არავის აპატიებს იმას, რაც ახლა ხდება და რაც მისი შვილების ფსიქიკის უმძიმეს პრობლემებამდე მიყვანას იწვევს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი