აშშ-ის მოსახლეობა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით 14 დეკემბრიდან აიცრება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინას ორშაბათს გაუკეთებენ

ვაქცინის პირველ - 2.9 მილიონ დოზას ამერიკაში ორშაბათს ელოდებიან. გენერალი გუსტავ პერნას თქმით, ორშაბათსვე დაიწყება ექიმების, სამედიცინო პერსონალისა და მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლების აცრა. 

აქვე გეტყვით, რომ გეგმის მიხედვით, თვის ბოლომდე ამერიკაში  20 მილიონი ადამიანი აიცრება, მარტისთვის კი აშშ-ში ვაქცინის 100 მილიონი დოზა ჩავა, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვისაა საკმარისი.

ცნობისთვის, აშშ-მდე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო.

აქვე - მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა - საბოლოო შედეგების მიხედვით - 95%-ით ეფექტურია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი