ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს.
ოპოზიციასთან ერთად უკვე ერთ თვეზე მეტია სპორტსმენები, 31 დეკემბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც
პოლიციელებმა არ მისცეს და სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთერთი სამართალდამცავი ფიზიკურად ძალადობდა აქტივისტებზე და მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ეს სამართალდამცავი ტერიტორიიდან გაიყვანა.
ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება ისევ დაძაბულია.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე