ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ISFED იძულებული გახდა პარალელური დათვლის შედეგებში ხარვეზი ეღიარებინა საკითხის ელჩებთან დაყენების შემდეგ.
"თქვენ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მე ვიცი არითმეტიკა, განსხვავებით ელენე ნიჟარაძისგან. არითმეტიკის სწავლა დავამთავრეთ მე-3 კლასში, მერე იწყებ უკვე მათემატიკის სწავლას. არითმეტიკული გაანგარიშებით დავადგინე, რომ PVT-ში იყო უხეში ხარვეზი, იმიტომ რომ ყველა პარტიას დამჯდარი ჰქონდა მინუსი, რაც ზღაპარია. ამის საფუძველზე ერთი თვე ვითხოვდით ჩვენ ამის აღიარებს და ვიდრე ელჩებთან არ დავაყენეთ საკითხი, მანამდე არ იკადრა ელენე ნიჟარაძემ და არ გაამჟღავნა ეს იფორმაცია, სამარცხვინოა ეს ყველაფერი", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ".
კობახიძე და "ოცნების" მთავარი იდეოლოგი, სავარაუდოდ, "სამართლიან არჩევნებზე" საუბრობენ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სკანდალში გაეხვა. მიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის - ფაქტი "მთავარი არხის" კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დააფიქსირა.