ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი და წარსულში, გავრილოვის სპიკერის სკამში ჩასმის გამო გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია, ლაროვის მილოცვას უნდა დაელოდოს არჩევნებთან დაკავშირებით.
"მე ყველას მოგიწოდებთ, რომ გაემიჯნოთ რადიკალურ ოპოზიციას და რადიკალური ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებს, როდესაც ყველა აღიარებს ამ არჩევნებს, გარდა ლავროვისა, როგორც ჩანს, ნიკა გვარამია ელოდება ლავროვის დასკვნას და თანხმობას და მილოცვას იმისთვის, რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში. დაველოდოთ ლავროვის მილოცვას და ნიკა გვარამია იმედია, მწვანე შუქს აუნთებს რადიკალურ ოპოზიციას, რომ დაიკავონ მათ ადგილები საქართველოს პარლამენტში. დეგნანის მას არ სჯერა, ჰარცელის მას არ სჯერა, ამერიკის და ევროპის მას არ სჯერა, არავისი არ სჯერა, გარდა ლავროვისა, დაელოდოს ლავროვის მილოცვას", - თქვა კობახიძემ.
ნიკა გვარამიაზე საუბრისას, მან ასევე თქვა - "თვალცრემლიანი ნიკა გვარამია ეს სასაცილოა და უბრალოდ ამაზრზენია" . ეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნიკა გვარამიას გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ თქვა, სადაც მან ისაუბრა ოჯახის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და წნეხზე, რომელიც მათზე მოდის, და კიდევ ერთხელ გაასჯაროვა ის კადრები, სადაც მის ოჯახს ფარულად უთვალთვალებენ.
"ამას თვითონ ამბობს და ეს სპექტკლები რასაც ვხედავთ ჩვენ ყოველდღე და ხელოვნურად თვალცრემლიანი ნიკა გვარამია ეს სასაცილოა და უბრალოდ ამაზრზენია, ამას რომ მოყვება მერე ელჩების გინება, ეს კიდევ უფრო მეტად ამაზრზენია." - თქვა კობახიძემ
მთავარი არხის გენერალურ დირექტორეზე ისაუბრა დღეს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმაც - ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუანახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული.
ნიკა გვარამიას პასუხი თეა წულუკიანის ამ კომენტარზე ნახეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დირექტორი,თქვა, რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ. თუმცა, მისი თქმით, არავითარი ქონება, გარდა მეუღლის სახელზე გაფორმებული და ბანკში ჩადებული აგარაკისა, არ გააჩნია. ამასთან, როგორც ნიკა გვარამია ამბობს, საქმის კურსში არიან ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად გვარამიას ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს.