ISFED არჩევნების მონაცემების ალგორითმის შესვლაში IT დეპარტამენტის ხელმძღვანელს ადანაშაულებს- ხელმძღვანელი დუმს

გამოქვეყნდა:

ირაკლი ნასყიდაშვილი "მთავარ არხთან" კომენტარს არ აკეთებს და არ სურს საუბარი იმ ბრალდებებზე, რომელსაც "სამართლიანი არჩევნები" მას უყენებს.

ISFED სწორედ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელს ადანაშაულებს მონაცემების ალგორითმის შეცვლაში.

ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერზე "კომენტარს არ აკეთებს".

სამოქალაქო სექტორისა წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ შეტევის ახალი კამპანია დაიწყო და დღევანდელი განცხადებებიც ამის დასტურია.

კობახიძის ბრალდებას "მთავარი არხის" ეთერში სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას მესამე სექტორზე ცდილობს და მის დისკრედიტაციას ეწევა.

პოლიტიკური ოპონენტების შემდეგ, ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორზე დაიწყო ზეწოლა - ასეთია ყოფილი სახალხო დამცველის შეფასება "ოცნების" მთავარი სპიკერის კობახიძის განცხადებებზე:

რეალურად სახეზეა კონცენტრირებული შეტევა სამოქალაქო სექტორზე. უკვე ამის ნიშნები გამოიკვეთა დღეს. ეს არ არის ერთი კონკრეტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, ეს არის სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ირაკლი კობახიძის განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი