მე ვისზე რა უნდა ვთქვა, აგერ 2 კვირის წინ გავიყავით - ზურა ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძეზე

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პარტიის შიდა პარტიული ამბავია და ასეთი რაღაცეების ხდება.

"ერთი რაშიც ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა არ ვიცი, შიდა პარტიული ამბავია, ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული ამბავია, ხდება ეგეთი რაღაცები. მე ვიზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით ერთი-ორი კვირის წინ", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტიიდან მიდის და ყველა თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ვაშაძე აცხადებს, რომ არის ფაქტები, რასაც კატეგორიულად ვერ შეეგუება.

მომხდარს გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წუხს, რადგან პარტიის თავმჯდომარესა და პარტიას შორის პოზიციების ბოლომდე დაახლოვება ვერ მოხერხდა. მან აღნიშნა, რომ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრებს.

კიდევ ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ვაშაძემ პარტიაში ბევრი რამ მიიტანა და არაფერი წაუღია.

აღნიშნულზე შეფასებები "ქართული ოცნებიდან" თეა წულუკიანმა გააკეთა, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით მან გრიგოლ ვაშაძე შეაქო და თქვა, რომ მისი მწვავე კრიტიკა იმით იყო ნაკარნახევი, თუ რა იქნებოდა უკეთესი ქვეყნისთვის. წულუკიანმა თქვა, რომ ვაშაძის განცხადება არც შინაარსით და არ ფორმით არ გაკვირვებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი