აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
მოქალაქეები სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ, მათი თქმით, სხვა საცხოვრებელი არ აქვთ და დემონტაჟის შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩენა უწევთ.
მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. მოსახლეობა ცდილობს ტექნიკას გზა გადაუღობოს.
პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.