ბიძინა თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება და გაჭირვებულს ჯარი უნდა დაასიონ... – ხოშტარია სახლების ნგრევაზე

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში, მშენებლობების ნგრევის ადგილას ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა. ელენე ხოშტარიას თქმით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, მათგანვე მიტოვებული, გაჭირვებული ადამიანების ინტერესები და პრობლემა არა ნგრევით, არამედ სამართლებრივი გზის მოძებნით მოაგვაროს.

"აქ არის გაჭირვება და გაჭირვებულებს ასე რომ ეპყრობი, ხარ ცხოველი, ასეთ ტერეტორიაზე, ამ უბედურ ქვეყანაში, უამრავ ადამიანს აქვს აშენებული, იმიტომ რომ სახელმწიფოსგან მიტოვებული არიან, თუ რამე გამოსავალია მოსაძებნი, გამოსავალი უნდა მოიძებნოს გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით და ახლა რაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი არაადამიანობა, სხვა არაფერი არ შეუძლიათ ამათ, შეუძლიათ დაკავება, ასე ჯარით მოსვლა, და ჩვეულებრივ, გაჭირვებულ ადამიანებზე ასე მოპყრობა. დასხდნენ, სამართლებრივი გზა იპოვონ. მე მაინტერესებს, თაბორის მთა რომ დაუკანონეს ბიძინა ივანიშვილს, ამაზე პასუხს ვინ აგებს? თუ ბიძინა თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება და გაჭირვებული თუ ხარ, ჯარი უნდა დაასიონ ადამიანებს? გათელეს აქ ხალხი ..." – ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო.  

აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და ორსულიც.

მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს, რასაც უნდათ იმას შვრებიან – ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლებაზე.

ხელს ითბობენ, დატაცებული მიწებია, არავინ არ ცხოვრობს – კახი კალაძე აფრიკის დასახლებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი