
"ქართული ოცნების" დეპუტატი და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ შენობების დემონტაჟს გამოეხმაურა და თქვა, რომ მოსახლეობას ვერ დაპირებოდა წინასაარჩევნო პერიოდში ისეთ რამეს, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.
მისი თქმით, სამგორთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ და ეს პრობლემური რეგიონია, სადაც ბევრ ქუჩაზე დღემდე არაა არც ასფალტი, არც გაზიფიცრიება არც კანალიზაცია.
არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა სადაც მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს - სადაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივია გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებას, იგივე თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძალიან ძნელია დახმარება.
მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში, არის არაერთი დასახლება სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს იქ ზრდიან, ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით. [...] ადამიანები რომლებმაც 2-3 თვის ბოლოს ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ამ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. სადაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში დახმარება, დავუდგები გვერდით მაქსიმალურად", - თქვა სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, სიტუაციას გაეცნობა, თუმცა უთხრეს, რომ იმ სახლების დემონტაჟი მოხდა, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა.
მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
თბილისის მერი, კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ტერიოტრიების დაკავება მიზანმიმართულად ხდება და ამ შენობებში არავინ ცხოვრობს.
პოლიციამ დაპირისპირების დრომ მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა, მოსახლეობა ცდილობდა ტექნიკა შეეჩერებინა და საცხოვრებლები დანგრევისგან დაეცვა.