აფრიკის დასახლებაში პოლიციამ მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა - სახლების დემონტაჟი გრძელდება

გამოქვეყნდა:

რამდენიმე საათია მერიის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე ადგილობრივებს საცხოვრებლებს უნგრევს. ადგილზე სამართალდამცავებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

პოლიციამ დაპირისპირების დრომ მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართლის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი.

მერია სავარაუდოდ, აპირებს, რომ ადგილზე 12 შენობა დაანგრიოს.

"არავინ არაფერს არ გვეუბნება, ეხლაც მოდიან, ვისაც დაუნგრიეს 2 თუ 3 ბავშვი ჰყავს, ნაწვალები, ბანკიდან გამოტანილი ფულით ვაშენებთ ყველა სახლს, შვილებს მშიერს ვტოვებთ და ბანკებს ვიხდით, ეს არის მთავრობა?! ეს არის კალაძე?! ონკოლოგიური ბავშვი მყავს ლამის კომაში ჩამივარდა, გაფორმებაზე შეგვაქვს (განცხადება) გვიბლოკავენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

თბილისის მერი, კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ტერიოტრიების დაკავება მიზანმიმართულად ხდება და ამ შენობებში არავინ ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი