
"ლელოს" წევრი, ფიქრია ჩიხრაძე აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ალბათ დემონტაჟი პანდემიის დროს "სახლში დარჩით" კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება. ამ თემაზე მან კომენტარი გადაცრმა "დღის სტუმარში" გააკეთა.
"როგორც ჩანს იმ საყოველთაო კამპანიაში, რასაც ჰქვია დარჩით სახლში და პანდემიის შეჩერების ღონისძიებებს ემსახურება ალბათ ეს დღევანდელი ღონისძიება ძალიან კარგად ჯდება, ხალხს უთხრეს რომ სახლში დარჩიო და თავზე დაანგრიეს საკუთარი საცხოვრებელი. მე მესმის, პრობელემბი არსებობს, თბილისში ბევრგანაა დაუკანონებელი სახლების პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო ამაზე უნდა ზრუნავდეს", - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში, როცა ადამიანებს სახლებს დაუნგრევ და გარეთ გამოყრი, პასუხისმგებლობა თბილისის მერმა უნდა აიღოს.
მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
თბილისის მერი, კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ტერიოტრიების დაკავება მიზანმიმართულად ხდება და ამ შენობებში არავინ ცხოვრობს.
პოლიციამ დაპირისპირების დრომ მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა, მოსახლეობა ცდილობდა ტექნიკა შეეჩერებინა და საცხოვრებლები დანგრევისგან დაეცვა.