თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ - წულუკიანი წამყვანებს "რუსთავი-2"-ზე

გამოქვეყნდა:

"ნუ აღშფოთდებით, იმიტომ რომ ნიკა გვარამია აღშფოთდა", - ასეთი რჩევა "რუსთავი-2"-ის წამყვანებს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა პირდაპირ ეთერში მისცა, შემდეგ კი დაამატა: "თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს". 

"კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე, იმიტომ რომ ნიკა გვარამია აღშფოთდა. თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, რუსთავი 2 ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუტრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ რომ მე 'ტყვილა' კომპლიმენეტებს არ ვარიგებ. მე ბოდიშს ვიხდი რომ გავნერვიულდი, მაგრამ..." - განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკას: "ქალბატონო თეა, რუსთავი2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ", თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:

"უი, რას ამბობთ... კარგი, არ გვინდა ახლა ამაზე ჩხუბი, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ძალიან ბევრი ვიშრომეთ... ქართულ ოცნებას" და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინა და თავისით დაუბრუნდა, კანონიერება თავისით აღსდგა ამ საქმეზე, კი ბატონო, , ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ". 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ 12 დეკემბერს სტატუსი გამოაქვეყნასადაც წერდა, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ.  

თეა წულუკიანმა "ოცნების" პროკურატურის მხრიდან შანტაჟსა და დევნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებებს მან "გაბომჟებული საცოდაობა" უწოდა

ნიკა გვარამიამ, რომელიც წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე ჯერ არავის გამოუთქვამს, ხოლო თავად ნიკა გვარამიას მეუღლემ ასე უპასუხა თეა წულუკიანს: ქალბატონო თეა, თქვენც კი, ხართ მზეთუნახავი 

ფარული მიყურადების კადრები შეგიძლიათ ნახოთ "მთავარის" სიუჟეტში. 

დამატებით კი, თეა წულუკიანმა დღეს პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა, რომ ნიკა გვარამიას და მის ოჯახს არავინ უთვალთვალებს - "ეს ტყვილია" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი