ეს ადამიანი ვის რაში სჭირდება, რომ ვინმემ უთვალთვალოს, ეს არის 'ტყვილი' - წულუკიანის ტყუილი ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

"ეს ადამიანი, მე არ მეჯრა საერთოდ,  ვის რაში სჭირდება რომ ვინმემ უთვალთვალოს" - ასე უპასუხა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყოს მისი განცხადება - "მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რატომაა გაღიზიანებული" - სპეცსამსახურების წახალისება.

წულუკიანმა ასევე იცრუა და თქვა,  რომ ტყუილია, რომ ვინმე ნიკა გვარამიას და მის ოჯახს უთვალთვალებს. 

"არავითარი წახალისება არ იყო, ეს ადამიანი, მე არ მეჯრა საერთოდ,  ვის რაში სჭირდება რომ ვინმემ უთვალთვალოს, ეს არის ტყვილი. და როდესაც თქვენ არ რეაგირებთ იმაზე, რასაც ეს ადმიანი აკეთებს და აქ ღია ეთერში მეუბნებით, რომ რა მოხდა - ჟურნალისტია , რას ნიშნავს, მერე რა მოხდა ჟურნალისტია?! ანუ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და თქვენ არ გაქვთ ?" - თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა. 

აქვე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ჟურნალისტს ჰკითხა: 

"ჩვენს ოჯახებს, როცა თავს ესხიმან ეს არაუშავს და მისი ოჯახის წევრს, რომ ვიღაც მზეთუანახავს ეძახის, ამან აღგაშფოთად ?"

რუსთავი 2-ის წამყვანმა, ასევე დეპუტატ წულუკიანს უთხრა, რომ მას ალბათ, სხვაზე უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვს, რაზეც ყოფილმა მინისტრმა თქვა: 

"ანუ ჩემს მოხუც მშობლებს თმენის ვალდებულება აქვთ, როდესაც მოტყუებით..." და შემდეგ გააგრძელა: "ჩემი მშობლები არ გახლავან პოლიტიკოსები და დეპუტატები". 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ფარულად უთვალთვალებდნენ. ამ ვიდეოს "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროვების შემდეგ,  წულუკიანმა  ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალში განსაკუთრებულ ვერაფერი დაინახა და თქვა - "ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული". 

ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის კომენტარს.

ხოლო თავად ნიკა გვარამიას მეუღლემ ასე უპასუხა თეა წულუკიანს: ქალბატონო თეა, თქვენც კი, ხართ მზეთუნახავი 

ფარული მიყურადების კადრები შეგიძლიათ ნახოთ "მთავარის" სიუჟეტში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი