კალაძე ამტკიცებს, რომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს სხვა ბინებიც აქვთ და მათ ქონებას თვლის

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა, კახი კალაძე ამტკიცებს, რომ აფრიკის დასახლებაში სოციალურად დაუცველებთან ერთად ისეთი მოქალაქეებიც ცხოვრობენ, რომლებსაც სხვადასხვა ქონება აქვთ. ამის დასამტკიცებლად მან სხდომაზე "სრული სურათის" წარმოსადგენად რამდენიმე პირი ჩამოთვალა.

"მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა. მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე 3 ბინა, ოჯახი ხარაგაულში ფლობს 1 255 კვ მიწის ნაკვეთს. მოქალაქე დ.ტ თბილისში ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი. მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 კვადრატული მეტრ ფართს, მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს, მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში. მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი რასთან გვაქვს საქმე", - თქვა კახი კალაძემ.

მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა. 

სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება.  სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი