ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რადიკალურია და მხარს არ უჭერს შეზღუდვების შემსუბუქებას.
"წინასწარ ვერ გეტყვით 24 დეკემბრიდან რა შეიძლება გაიხსნას და რა შეიძლება არ გაიხსნას... მე ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ჩვენ - დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. თუ 24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ავარდება ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე, შემდეგ პროცენტულად იანგარიშეთ რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი შეიძლება დამძიმდეს", - ამბობს გამყრელიძე.
შეგიძლიათ ნახოთ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგიდან სხვა განცხადებებიც: