პოლიტპატიმრების არსებობაზე ჩემთვის არაფერია ცნობილი - სარჯველაძე ამნისტიის კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კითხვას, შეეხება თუ არა პარტიის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი პოლიტპატიმრებს, მათ შორის გიორგი რურუას, პასუხობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა.

"აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტპატიმრის არსებობის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანმხები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებით ამის გავრცელებას, ალბათ უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს შეეხოთ იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას (რურუას)" - თქვა მიხეირლ სარჯველაძემ. 

ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პასუხო ოპოზიციაში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წერვმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ თუ კანონპროექტი გიორგი რურუას არ შეეხება მაშინ ის "საკუთარი ცოდვების გაპრავება" იქნება.

"ქართული ოცნება" კანონპროექტს "ამნისტიის შესახებ" პარლამენტში დღეს, 16 დეკემბერს დააინიცირებს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს,  ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელთა შორის არ იქნება მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და სხვა მძიმე დანაშაულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი